ავიაკომპანია Lufthansa-მ თელ – ავივში რეისი გააუქმა

ავიაკომპანია Lufthansa-მ თელ-ავივის მიმართულებით ყველა რეისი შაბათამდე, 20 აპრილამდე გადადო.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ამ პერიოდში ერაყის საჰაერო სივრცეში იფრენენ.

“მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია”, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

გვიან ღამით ისრაელმა ირანის პროვინცია ისპახანზე, სავარაუდოდ, იერიში განახორციელა, თუმცა, ამ დრომდე მომხდარს არც ისრაელში და არც ირანში არ ადასტურებენ.

ამავე დროს, ადგილობრივი მედია აფეთქებების ხმებზე წერს. ირანის კოსმოსურ სააგენტოში კი განაცხადეს, რომ მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები