სტავროპოლში რუსული ბომბდამშენი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს – მთავარი სადაზვერვო სამმართველო

სტავროპოლის მხარეში რუსული ბომბდამშენი Tu-22MZ უკრაინიდან, დაახლოებით, 300 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდეს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, თვითმფრინავი მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის საჰაერო ძალების ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა ჩამოგდებული.

აღინიშნება, რომ Tu-22MZ “იმავე საშუალებებით იქნა ჩამოგდებული, რაც ადრე იყო გამოყენებული რუსული A-50 წინააღმდეგ”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზია ტექნიკური გაუმართაობა. ეკიპაჟის 4-ვე წევრმა თვითმფრინავის დატოვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები