IAEA: ისრაელის სავარაუდო თავდასხმის შედეგად, ირანის ბირთვული ობიექტების დაზიანება არ მომხდარა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ ისრაელის მიერ ირანის სავარაუდო იერიშის შედეგად, ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზე დაზიანება არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ ორგანიზაციის სოციალურ ქსელშია ნათქვამი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარებას “ძალიან ყურადღებით” აკვირდება და “უკიდურესი თავშეკავებისკენ” მოუწოდებს.

CBS News-ი და ABC News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისრაელმა ირანის ისპაჰანის პროვინციაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თუმცა, თეირანი ფაქტს უარყოფს.

ამავე დროს, ადგილობრივი მედია წერს, რომ ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები