თურქეთში, თოქათის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, თურქეთის პროვინცია თოქათის, პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სულუსარაის რაიონში იყო, რომელიც 5.99 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

ამასთან, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის სამსუნში, ჩანკირიში, ჩორუმში, იოზგატსა და სივასში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ AFAD-მა და სხვა შესაბამისმა ინსტიტუტებმა დაიწყეს მუშაობა ტერიტორიის ნებისმიერი დაზიანების გამოსაკვლევად.

AFAD-მა აღნიშნა, რომ მიწისძვრის შემდეგ გარკვეული მატერიალური ზიანი დაფიქსირდა.

ტოკატის მერის, მეჰმედ ქემალ იაზიჯიოღლუს თქმით, ტოკატის ცენტრში პრობლემები არ ყოფილა, მაგრამ სულუსარაის რაიონში სტიქიამ რამდენიმე შენობა დააზიანა.

ამავდროულად, სულუსარაის რაიონის მერმა, დავუთ კილიჩმა დაადასტურა, რომ რაიონში რამდენიმე სოფლის სახლი დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები