ერდოღანი: დასავლეთმა ერთხმად უნდა უთხრას ისრაელს – „გაჩერდი“

მიმდინარე კვირაში ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ერთად უპასუხონ ირანის შურისძიებას. ამავე მოთამაშეებმა ახლა ერთხმად უნდა უთხრან ისრაელს: „გაჩერდი“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელს არ უნდა მიეცეს შანსი, რომ დღის წესრიგიდან ყურადღება გადაიტანოს და ღაზაში ჩადენილი თავისი სასტიკი ქმედებები დაფაროს.

„7 ოქტომბრიდან დღემდე, უმეტესად ბავშვები, ქალები, მოხუცები და სამოქალაქო პირები, სულ 34 000 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის ძალების მიერ, 75 000 ჩვენი ძმა კი, დაშავდა. 195 დღეა, რაც ღაზაში, ბოლო საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს. უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რათა ღაზაში ხოცვა-ჟლეტა შევაჩეროთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები