აშშ პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს

The United Nations Security Council meets on the situation in the Middle East, including the Palestinian question, at UN headquarters in New York City on April 18, 2024. UN Secretary-General Antonio Guterres on Thursday painted a dark picture of the situation in the Middle East, warning that spiraling tensions over the war in Gaza and Iran's attack on Israel could devolve into a "full-scale regional conflict." (Photo by ANGELA WEISS / AFP)

შეერთებული შტატები პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ „ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული იყო, როდესაც თქვა, რომ ნიუ-იორკში ნაადრევი ქმედებები, თუნდაც საუკეთესო განზრახვებით, პალესტინელი ხალხისთვის სახელმწიფოებრიობას ვერ მოიტანს“.

როგორც მან აღნიშნა, არ არსებობდა ერთსულოვნება იმის შესახებ, აკმაყოფილებდა თუ არა პალესტინელები სახელმწიფოდ განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმებს.

„პალესტინელი ხალხისთვის სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალი ყველაზე სწრაფი გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის, შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც ამ მიზანს იზიარებენ“, – დასძინა პატელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები