უჩხოს სკოლის მოსწავლე ფრენბურთელთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

სოფელ უჩხოს საჯარო სკოლის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა. 2023 წელს გამართულ ბავშვთა და სასკოლო სპორტულ თამაშებზე უჩხოს საჯარო სკოლის ფრენბურთის გუნდმა, საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპორტსმენები სერბეთში გაემგზავრნენ, სადაც პლანეტის პირველობაზე იასპარეზებენ.

„უჩხოელ მოსწავლეებს ჯგუფში მეტოქეებად ბულგარეთის და უგანდას მოსწავლეთა ნაკრებები ეყოლებათ.

დღეს ფრენბურთელები ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძემ, ხულოს რესურს ცენტრის უფროსმა ედუარ მიქელაძემ გააცილეს და მათ წარმატებები უსურვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები