გურამ მაჭარაშვილი – „ხალხის ძალის” განცხადებაზე: ჩვენ თუ მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რასაც პარტნიორები გვეტყვიან, ის შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, თუ რა წერია კანონში, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები?
„ხალხის ძალის” მიერ დღეს გავრცელებულ ვრცელ წერილს ეხმიანება პარტიის აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დასავლელი პარტნიორების მითითებები, თუ რა ტიპის კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა განახორციელოს სუვერენულმა ქვეყანამ, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დარღვევაა.