“უკრაინისადმი აშშ-ის სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის” – დიმიტრი პესკოვი

უკრაინისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეული სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. მისივე შეფასებით, ასეთი დახმარება კოლონიალური პოლიტიკის ნაწილია, რამაც შეერთებული შტატები გაამდიდრა.

„უკრაინამ არა მხოლოდ უნდა იბრძოლოს ამერიკისთვის მოგების უზრუნველსაყოფად, არამედ უნდა იბრძოლოს ბოლო უკრაინელამდე და ვალებით დატვირთულმა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების საყვარელი კოლონიური პოლიტიკაა“, – ამბობს პესკოვი.

პესკოვმა აღნიშნა, რომ შეთავაზებული დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში დარჩება.

„ყველა ექსპერტი და ნახევრად ექსპერტი ახლა შეუიარაღებელი თვალით ხედავს ფრონტზე არსებულ ვითარებას, რაც შორს არის იმისგან, რომ მას უკრაინული მხარისთვის ხელსაყრელი ვუწოდოთ, ამიტომ, ეს ვერაფერს შეცვლის“, – თქვა პესკოვმა დახმარების პაკეტზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები