“ჰამასი”: ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი  34 ათასს აღწევს

ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 71 ადამიანი დაიღუპა, 106 დაშავდა.

ამის შესახებ “ჰამასის” მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს.

რაც შეეხება საერთო მონაცემს, გასული წლის ოქტომბრიდან ანკლავში, სულ მცირე, 33 970 ადამიანი დაიღუპა, 76 770 კი დაშავდა.

გაეროს ბავშვთა საერთაშორისო დახმარების ფონდის (UNISEF) ინფორმაციით, ღაზის სექტორში სახლების ორი მესამედი განადგურებულია.


 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები