გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტი ვეტოს იქნევს ხმალივით

“პრეზიდენტი ვეტოს იქნევს ხმალივით მხოლოდ იმ მიზნით, რომ როგორმე ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შეიყვანოს შეცდომაში. ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ” კანონში რუსული არაფერია.

„სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ ამ კანონის პროექტს აბსოლუტურად არაფერი სცხია რუსული არც შინაარსით, არც პათოსითა და არც ორიენტირებით. ისტერიკით ცდილობს გადაფაროს რეალობა და ისტერიკის ერთ-ერთი საშუალება განცხადებებისა და საერთაშორისო დონეზე ტყუილების მიწოდების გარდა, არის ვეტო. ვეტოს იქნევს ხმალივით მხოლოდ იმ მიზნით, რომ როგორმე ყურადღება გადაიტანოს სხვა თემაზე და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა შეიყვანოს შეცდომაში. ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები