თამთა მეგრელიშვილი: ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიება, ელისაშვილის მსგავსი მშიშარა და მხდალები ხართ!

გამოდით დამენახეთ!! ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა?! – წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც ასე ფიქრობს, ალეკო ელისაშვილის მსგავსი მშიშარაა და ორმაგი სტანდარტი აქვს სამშობლოსთან და ადამიანობასთან მიმართებაში.
„გამოდით დამენახეთ!!
ვისთვისაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე ხელის გარტყმა გმირობაა და ალეკო ელისაშვილის დაკავების დროს გამსკდარი ტუჩი შურისძიებაა?!
ყველაფერში ორმაგი სტანდარტი გაქვთ!
სამშობლოსთან მიმართებაშიც, კაცობასა და ადამიანობაშიც, ყველაფერში!
ყველანი, ვინც ასე ფიქრობთ, ალეკო ელისაშვილის მსგავსი მშიშარა და მხდალები ხართ! ფულით დაკრულზე ცეკვავთ! ფასეული არაფერი გაგაჩნიათ!” – წერს მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები