იაგო ხვიჩია: აქციის წარმატებისთვის საჭიროა, ხალხი სულ ემატებოდეს და არა აკლდებოდეს, ამ მხრივ „ენჯეოები“ მალე კრიზისში შევლენ, პოლიტიკოსები კი ერთმანეთს ჭამენ

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ აქციის წარმატებისთვის საჭიროა, ხალხი სულ ემატებოდეს და არა აკლდებოდეს.

„აქციის წარმატებისთვის საჭიროა, მას ხალხი სულ ემატებოდეს და არა აკლდებოდეს. ამას კი სჭირდება პოლიტიკოსები, რადგან „ენჯეოები“, მათი პროფილიდან გამომდინარე, მალე კრიზისში შევლენ. პოლიტიკოსები კი ერთმანეთს ჭამენ, იდეა არ აქვთ და მათი ერთად დგომაც საბოლოოდ ხალხს შლის. ამიტომაა საჭირო ოპოზიციაში პოლიტიკური პროცესის რეალური გახსნა და ხალხის შემოშვება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ენჯეოებმა“ თუ რამე შეიძლება კარგი გააკეთონ აქციის შემდგომი წარმატებისათვის, უცხოელი პარტნიორების სახელით, ოპოპოლიტიკოსები უნდა დაგვსვან საჯაროდ ერთმანეთთან და რამეზე შეთანხმება მოგვთხოვონ, რის შესრულებაზეც მომავალში ერთად ავიღებთ პასუხისმგებლობას. ხალხმა და პარტნიორებმა ეს პროცესი ერთად უნდა ნახონ, რათა წარმოიდგინონ, რას ჰპირდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მოგების შემთხვევაში“, – წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები