იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

იაპონიაში, სიკოკუს კუნძულთან 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ქვეყნის მთავარ მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 50 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

რიგ რაიონში დაზიანდა გზის საფარი, კერძო სახლები, გაითიშა ელექტროენერგია და წყლის მიწოდება შეწყდა. დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები