“ორი მეგობრის შეხვედრა იყო” – ანჯეი დუდა დონალდ ტრამპს შეხვდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერში“ გაიმართა.

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდ პატივს სცემს დუდას და მასთან ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ხოლო პრობლემები არასდროს ჰქონიათ.

მანამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა დუდამაც. როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, შეხვედრაზე პირადად ტრამპმა მიიწვია.

„პრეზიდენტები საგარეო ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა პოლიტიკოსსაც ხვდებიან. ეს ნორმალურია, როდესაც ორ ქვეყანას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს. მათ ასევე სურთ, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ პოლიტიკური სცენის სხვადასხვა მხარესთან. მინდა, განვაცხადო, რომ თავად დონალდ ტრამპმა მიმიწვია თავის სახლში. ასე რომ, ეს არის პირადი ვიზიტი, პირადი მიწვევა. ჩვენ ერთმანეთთან ოთხი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით, კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან“, – ამბობს დუდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დუდას ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ “შესანიშნავი შეხვედრა იყო, რომელიც თითქმის 2,5 საათი გაგრძელდა, ორი მეგობრის შეხვედრა იყო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები