„თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება” – დენის შმიჰალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ომს თუ წააგებს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.

ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი განადგურებული იქნება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძებნა. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს“, – ამბობს შმიჰალი.

უკრაინის პრემიერმინისტრმა ასევე ისაუბრა კონგრესის მიერ დახმარების პაკეტის დამტკიცების აუცილებლობაზეც და თქვა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები