NTV: “ჰამასის” პოლიტბიუროს თავმჯდომარე ერდოღანთან შესახვედრად სტამბოლში ჩავა

“ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარე, ისმაილ ჰანია 20 აპრილს სტამბოლში ჩავა.

ამის შესახებ ტელეკომპანია NTV იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ჰანიას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დოლმაბაჰჩეს რეზიდენციაში უმასპინძლებს.

გარდა ამისა, კვირის ბოლოს თურქეთში ჩასვლას ეგვიპტეს საგარეო საქმეთა მინისტრი – სამეხ შუკრი გეგმავს, რათა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივა და ორმხრივი ურთიერთობა განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები