თამთა მეგრელიშვილი – ოპოზიციას: ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, რომელმაც მმართველობის ნდობის მანდატი მისცა “ქართულ ოცნებას”, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციისათვის და ამ პროცესს თქვენ ვერც თქვენსას დაარქმევთ და ვერც ჩაშლით

“საქართველოს მომავალი არის ევროპა! ამაზე კითხვის ნიშანს სვამს ვინმე? რა თქმა უნდა, არა! ორი პოლიტიკურად გამორჩეული საკვანძო მომენტი “ქართული ოცნების”პოლიტიკური მმართველობის შედეგია, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” პოლიტიკური მმართველობის შედეგია ის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, საქართველომ სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა, რასაც, მეგრელიშვილის თქმით, ოპოზიცია ვერც მიიწერს და ვერც ჩაშლის”.

“საქართველოს მომავალი არის ევროპა! ამაზე კითხვის ნიშანს სვამს ვინმე? რა თქმა უნდა, არა!
ორი პოლიტიკურად გამორჩეული საკვანძო მომენტი- საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება “ქართული ოცნების”პოლიტიკური მმართველობის შედეგია.
ვიზალიბერალიზაციით საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (ევროკავშირის 22 ქვეყანა, ევროკავშირის 4 არაწევრი ქვეყანა და შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა)
უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გაიხსნა.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური მმართველობის შედეგია ის, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
არის სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ძვრები და გადაიდგა ევროპული ნაბიჯები!
ეს უმრავლესობის მონაპოვარი და უმრავლესობის არჩევანია, ამიტომ, დესტრუქციული ძალები ახალ დაკვეთაზე უშედეგოდ მუშაობთ როგორმე გამოიყენოთ პოპულარულ სახეები და მათ ათქმევინოთ რომ თქვენი არჩევანია ევროპა და ევროპული კურსი.
ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ხალხის რომელმაც უმრავლესობის სახელით აირჩია და მმართველობის ნდობის მანდატი მისცა “ქართულ ოცნებას” რომელიც ყველაფერს აკეთებს ხვალინდელი საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო ინტეგრაციისათვის და ამ პროცესს თქვენ ვერც თქვენსას დაარქმევთ და ვერც ჩაშლით”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები