მამუკა ჩხაიძე: დაზარალებულთა მდგომარეობა სტაბილურია

ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არც ერთს არ აქვს, – ამის შესახებ “თბილისის რეფერალური ჰოსპიტლის” ექიმი, მამუკა ჩხაიძე აქციაზე დაზარალებულ იმ პირებთან დაკავშირებით ლაპარაკობს, რომლებიც “თბილისის რეფერალური ჰოსპიტალში“ მოხვდნენ.

“ჩვენთან არის ორი დაზარალებული, ორივეს ერთნაირი დაზიანებები აქვთ, მსუბუქი ტვინის შერყევა, სახის არეში მრავლობითი ექსკორიაციები, სისხლჩაქცევები. ერთ-ერთ მათგანს მარცხენა ხელის მსუბუქი ტრავმა აქვს. ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არც ერთს არ აქვს, მიმდინარეობს მკურნალობა და მათი გაწერის შესახებ გადაწყვეტილებას კლინიკური მდგომარეობის მიხედვით მივიღებთ”, – აღნიშნა მამუკა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები