ჩერნიგოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნიგოვზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, 22 დაშავდა.

ამის შესახებ შს მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ნანგრევებში ადამიანები რჩებიან, სამაშველო ოპერაცია კი გრძელდება.

ოკუპანტებმა იერიში, დაახლოებით, ერთი საათის წინ მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები