ირაკლი ზარქუა: მინდა, შარლ მიშელს ვკითხო, კანონპროექტი საფრანგეთის ქვედა პალატაში რომ დაამტკიცეს, ეს როგორ ხდება?

„მინდა, შარლ მიშელს ვკითხო, კანონპროექტი საფრანგეთის ქვედა პალატაში რომ დაამტკიცეს, ეს როგორ ხდება? თქვენთვის რაც მისაღებია, შეუძლიათ, დაიცვათ ფრანგი და ევროპელი ხალხის ინტერესები ყველას ზეგავლენისგან და საქართველოს მოქალაქეების დაცვის უფლება არ გვაქვს? უნდა ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მარგინალების, რაში იხარჯება მილიონობით დოლარი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, გამჭვირვალობა ევროპულობაა.

“პრობლემა რა არის? თუ საფრანგეთის ქვედა პალატას შეუძლია, ევროპარლამენტს დირექტივის მომზადება გამჭვირვალობის თაობაზე, თუ თავისი მოქალაქეების დაცვა ამერიკასა და ისრაელს, კანადას შეუძლიათ და თითო ცენტს სთხოვენ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ჩვენ რა დავაშავეთ? საქართველო გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ბევრი ქვეყნის ინტერესის სფეროა. ეს შეგახსენოთ? ჩრდილოეთმა უკვე ჩვენი ოკუპაცია მოახდინა.

ამ პატარა ქვეყნის მიმართ ყველას ინტერესი აქვს. უფლება გვაქვს, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ამას ვაკეთებთ, რადგან სახელმწიფო ვართ. გამჭვირვალობა ევროპულობაა. მცდელობაა, საქართველო თავისი გავლენის ქვეშ მოაქციონ ისე, რომ ლამაზ-ლამაზი სიტყვებით, დემოკრატიული გამოთქმებით. ეს უძველესი ცივილიზაციის ერია, რომელმაც კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენდა, როგორ და რა ინტერესებით იბრძოდა საკუთარი ინტერესებისთვის. უფლება მოგვცენ, საქართველოს ინტერესები ევროპული ღირებულებებით დავიცვათ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები