რომში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა – ახალგაზრდები ისრაელთან თანამშრომლობის შეწყვეტას ითხოვენ

რომში, La Sapienza-ის უნივერსიტეტთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია ორი სტუდენტი. ახალგაზრდები სასწავლებლის ადმინისტრაციისგან ითხოვენ, რომ ისრაელთან სამეცნიერო თანამშრომლობა შეწყვიტოს.

ამის შესახებ ANSA წერს.

დაკავებები მას შემდეგ მოხდა, რაც მომიტინგეებმა ადმინისტრაციაში შეჭრა სცადეს. ორ დაკავებულს ბრალად ედება პოლიციის მანქანის დაზიანება და პოლიციელის მიმართ ძალის გამოყენება. სამართალდამცავებს შორის არიან დაშავებულებიც.

სტუდენტების თქმით, მათ შორისაც არიან მსუბუქად დაზიანებულები.

200-მდე სტუდენტი და ლექტორი რექტორის კაბინეტის წინ ბრიფინგზე შეიკრიბა, ისინი ელოდებოდნენ თანამშრომლობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ არ ეთანხმება მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ სამეცნიერო თანამშრომლობის ბოიკოტირება და სწავლებისა და კვლევის თავისუფლების აკრძალვა, მშვიდობას და ადამიანის ღირსების პატივისცემას არ გამოიწვევს. ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შოკირებული არიან პალესტინის ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისით და გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ და დაეხმარონ სტუდენტებს ღაზის სექტორიდან.

შექმნილ ვითარებაზე კომენტარი პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმაც გააკეთა. მისი თქმით, რექტორის კაბინეტსა და პოლიციის განყოფილებასთან არეულობა  „დემონსტრაცია კი არა, დანაშაულია“.

დღეს სტუდენტების ახალი პროტესტია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები