გოგა ხაინდრავა: ამხ. სალომემ ცკ-ში გვიჩივლა!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

,,ამხ. სალომემ ცკ-ში გვიჩივლა!
ესაუბრა საკავშირო სამშობლოს პირველ მდივანს ამხ.მაკრონს და კავშირის მდივანს ამხ.მიშელს.
გამოთქვა მწუხარება ამხანაგების როდიონოვის და ლებედის უდროო გარდაცვლების გამო!
მოითხოვა თბილისის მეიდანზე პარტიული
წესრიგის აღსადგენად
ევროს-სპეცნაზის გადმოსროლა!”,- წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები