გიორგი მამაცაშვილი: სააკაშვილისა და მერაბიშვილის მონებო, ვერ გადაატრიალებთ ამ ქვეყანას ისე, როგორც 2003 წლის ნოემბერში შეძელით!

სააკაშვილისა და მერაბიშვილის მონებო, ვერ გადაატრიალებთ ამ ქვეყანას ისე, როგორც 2003 წლის ნოემბერში შეძელით! – ამის შესახებ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი, გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, დღეს სხვა საქართველოს საძირკველს ყრის ქართველი ერი!

“გეტყვით პირდაპირ: ორი დღეა, მამუკა მდინარაძის გაძლებისა მშურს!

მშურს და მიკვირს, როგორ შეუძლია ადამიანს, თითქმის ორმოცდარვა საათის განმავლობაში იდგეს ტრიბუნასთან და ზოგიერთი იდიოტის(!!!) გასაგონად ერთი და იმავეს იმეორებდეს ათასგზის.

ისე, ამ ზოგ-ზოგიერთი იდიოტისაც მშურს.

ფეხებზე ჰკიდიათ სიმართლეც და ტყუილიც. გაფუჭებული ფირსაკრავივით ატრიალებენ, რაც ენაზე მოადგებათ და არად დაგიდევენ ქართველი ხალხის აზრს.

მათ მსგავსად, მათივე სიტყვების პერიფრაზირებას მოვახდენ და გეტყვით: მეც არ შევდივარ ახლა მათი ბოდვების შინაარსში და მარტივად ვამბობ – სააკაშვილისა და მერაბიშვილის მონებო, ვერ გადაატრიალებთ ამ ქვეყანას ისე, როგორც 2003 წლის ნოემბერში შეძელით!

ვეღარ ჩააბარებთ ქართულ ჯარს კეზერაშვილსა და ახალაიას!

ვეღარ გაყიდით ბენდუქიძის მსგავსად ყველაფერს, სინდისის ჩათვლით!

(რაც აღარა გაქვთ, რას გაყიდით?!)

ვეღარ გაავსებთ ციხეებს ათეულათასობით პატიმრით და ვერც ათეულათასობით პრობაციონერი გეყოლებათ!

ვეღარ გაუკეთებს გიგი უგულავა დუნდულების ოპერაციებს ვერავის ხალხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე!

ვეღარ დაბრუნდება თვალის პაჭუნით გახარია პრემიერის სავარძელში!

ვეღარ დასცინებს დაპატიმრებულ ირაკლი გედენიძესა და გიორგი აბდალაძეს გირგვლიანის მკვლელობის თანამონაწილე თაკო სალაყაიას ქმარი ვანო მერაბიშვილი!

ვეღარ დაიბარებს შუაღამისას ადეიშვილის პროკურატურა ბიზნესმენებს და ქონებას ვეღარ “აახევს”!

ვეღარ იმღერებენ ომში დაღუპული საჯიშე  ბიჭების დაკრძალვის დღეს რუსთაველზე სააკაშვილის ხელისხელსაგოგმანები “პრიმადონები”!

ვეღარ!

ვეღარ!

იმიტომ, რომ!

ხაბეიშვილისა და გვარამიას მხარდამჭერი სექტანტების გასაგონად ვწერ: რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ!

დღეს სხვა საქართველოს საძირკველს ყრის ქართველი ერი!

დიახ, დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს მომავალს ვქმნით!

უცხო ქვეყნების პარლამენტარებისა და სენატორების დაკრულზე მოცეკვავე ხელისუფლება არ ჰყავს დღეს საქართველოს და იმიტომ!

ერთიცაა: მშურს იმ ადამიანების, ყოველგვარი ცენზურის დაცვის გარეშე დამსახურებულად რომ აგინებენ არაკაცურად, მიპარვით ხელის მომქნევ ელისაშვილს!

ორი დღეა, სრულ საგიჟეთს ვუყურებ!

და სიმართლე გითხრათ, ერთადერთი სიტყვა მადგება პირზე დნმ (დაშლილი ნაციონალური მოძრაობა)-ისა და “მერაბ კოსტავას მუშტი მოუქნია”-ს პარტიის წევრების შემხედვარე: დ ა ვ ი ღ ა ლ ე!

დიახ, დავიღალე ხაზარაძის ნაძირლობის ყურებითა და მისი მჩხავანა კატების მოსმენით!

დიახ, დავიღალე გვარამია-მელიას “დონ კიხოტობითა და სანჩოობით”!

დიახ, დავიღალე ვინმე ბოკუჩავა-ნაცვლიშვილისა და ვიღაც სამადაშვილის წიოკის მოსმენით!

დაიღალა ქართველი საზოგადოება სააკაშვილის რაციონზე საუბრითა და კუჭში გასვლის საათების ქრონომეტრაჟით!

დაიღალა ხალხი ყალბი გმირების ისტორიებისა და ბერბიჭაშვილ-ყორღანაშვილების ოცდაოთხსაათიანი პიარით!

ერთი, რაშიც ბრმად და ხმისამოუღებლად ვეთანხმები ერთ-ერთ მომიტინგეს, მის მიერ გაშლილ ტრანსპარანტზეც ნათლად იკითხება: “გადადგეს ნაძირალა სააკაშვილი!”

პრინციპში, დღევანდელობის გათვალისწინებით, სულერთია, ქაღალდზე სააკაშვილს ამოიკითხავს ზოგი თქვენგანი და ზურაბიშვილს იგულისხმებს, – თუ პირიქით.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

ერთსაც გეტყვით: წითლიძის, კიკუხაბეიშვილისა და ჭიჭევაშაძის სახელობის ოპოზიციას გუბაზ სანიკიძის ფანკლუბი ნამდვილად ჯობს.

ის მაინც ვიცით, მილიონის მსურველი სანიკიძისათვის რამდენი კიკუს თუმანია საკმარისი…

დანარჩენი – ლირიკაა…”, – წერს გიორგი მამაცაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები