დავით ქართველიშვილი: უკრაინის ტელევიზიამ საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სიცრუე გაავრცელა – ეს გასაკვირი არ არის, რადგან მათმა ხელისუფლებამ ობიექტური ტელეარხები მოსპო

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს, რომ უკრაინის ტელევიზიამ გამჭვირვალობის შესახებ საქართველოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გაავრცელა.
დავით ქართველიშვილის თქმით, ეს გასაკვირი არ არის, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ ობიექტური ტელეარხები მოსპო.
„რადგანაც ობიექტური ტელეარხები უკრაინამ მოსპო, მას შერჩა მხოლოდ საზოგადოებრივი დეზინფორმაციული მაუწყებელი, რომლის მიხედვით ჯერ კიდევ კვდება „ზეკების” გარემოცვაში მყოფი უკრაინის მოქალაქე, ხოლო „რუსული ოცნება” თურმე, აი, რა სახის „რუსულ კანონს” იღებს:
„Согласно документу, регистрировать иностранных агентов будет прокуратура, а не Служба государственного регистра. Если закон будет принят, он повлечет за собой лишение свободы на срок до пяти лет для физических лиц и штраф в размере от 10 до 15 тысяч грузинских лари (3163-4744 евро) для юридических лиц.”
სულ ორი წინადადებაა. ორივე არის ფეიკი, სიცრუე და ცილისწამება. უკრაინაში დღეს მხოლოდ ერთი „ჭეშმარიტებაა” ლიცენზირებული – მოსკოვის წითელ მოედანზე აღლუმის მიღების დროს იენს სტოლტენბერგი როგორ განაცხადებს NATO-ს რიგებში უკრაინის საზეიმო მიღების თაობაზე”, – წერს დავით ქართველიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები