ნინო წილოსანი: სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და “სპეცნაზი” მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს – ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს

პარლამენტის ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელ “X”-ზე დაწერა, რომ: “სპეცნაზი” წყლისა და გაზის ბალონებით მზად არის, გადავიდეს მოქმედებაზე, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. დაკავებები გრძელდება“.

ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, ამის საპირისპიროდ აქცია ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა.

წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისა და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, ამბობდა რომ პოლიცია და “სპეცნაზი” მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, აქციაც ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა.

ეს პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი, რომელიც ადგილს მხოლოდ იმიტომ იკავებს რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეიფარა, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს მის ქმედებებში ახალი თავია”, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები