შოლცი ჩინეთის ლიდერთან უკრაინაში “სამართლიან მშვიდობას” განიხილავს

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინაში “სამართლიან მშვიდობას” განიხილავს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„პრეზიდენტ სისთან ჩემი შეხვედრა, ასევე მიეძღვნება იმას, თუ როგორ შეგვიძლია, უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებაში. ჩინეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ  ინტენსიური აზრთა გაცვლა გვქონდა”,- დაწერა შოლცმა.

იმავდროულად, ჩინეთის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ლიდერები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ჩინეთის სტუმრების რეზიდენციაში Diaoyutai-ში.

AFP წერს, რომ სამდღიანი ვიზიტის დროს შოლცი ეწვია ჩუნცინს, შანჰაის და პეკინს. კანცლერი ცდილობს, გააძლიეროს კავშირები თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები