ლუკა ეხვაია: ამ მარგინალების დასარბევი და ასაყირავებელი ქვეყანა არ გვაქვს ჩვენ

პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამ კრიტიკულ მომენტში ქართველი ხალხისგან სრული ლეგიტიმაცია გაქვთ მთავრობას და მმართველ გუნდს, დაიცავით ქვეყნის უსაფრთხოება, არ დაუშვათ ქაოსი, გადატრიალების მცდელობა აღკვეთეთ ნებისმიერ ფასად. ისე, როგორც არასდროს, თქვენგან სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უკომპრომისობას ველით!

ამ მარგინალების დასარბევი და ასაყირავებელი ქვეყანა არ გვაქვს ჩვენ!“, – წერს ეხვაია.

ცნობისთვის, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები