„კი ევროპას – არა რუსულ კანონს“ – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პარალელურად, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები