სიდნეიში სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის

სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

“ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულების გამო. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო. საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები”,- განაცხადეს უწყებაში.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი – 55 წლის ფიქრია დარჩიაა.

ცნობისთვის, ავსტრალიაში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები