“გვინდა,  ლგბტ პროპაგანდა, პატრიარქთან ბრძოლა   შეწყდეს”- ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ვეტერანები ხვალ დემონსტრაციას გამართავენ

14 აპრილს, 15:00 საათზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 1992-1993-2008 წლებში დაღუპული გმირების მშობლები და ოჯახის წევრები, ომის და  თავდაცვის  ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე დემონსტრაციას გამართავენ. აქციის მოთხოვნაა  ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და “ხელები შორს ჩვენი პატრიარქისგან. ” ამის შესახებ ვეტერანმა რამაზ ღვალაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

“1992-1993-2008 წლებში ომში გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები და მშობლები,  ვეტერანთა  არასამთავრობოებთან  ერთად მსვლელობას ვაწყობთ , რომელიც, ჩვენი აზრით, აუცილებლად  არაპოლიტიკურმა  ადამიანებმა, ყოფილმა , დღევანდელმა მებრძოლებმა უნდა ჩავატაროთ. საკითხი უკვე ისე დგას, რომ ამ საქმეში ყველა ერთად ვართ,  პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებიც და მაშინდელი დაპირისპირებული მხარეც.  დღეს უკვე გამოჩნდა, მაშინ გარკვეული მიზეზების, პოლიტიკოსების ამბიციების გამო, იმიტომ, რომ ყველას რაღაც უნდოდა,  ერთმანეთს დავუპირისპირდით, თორემ  მეომრებს , ერთი მიზანი გვქონდა –  თავისუფალი,  ყველანაირი წნეხისგან გათავისუფლებული საქართველო, ამ ქვეყნის ნათელი მომავალი. ამდენი ხალხი,  ვინც  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას და ომს შეეწირა, აღმოჩნდა,  რომ  არავინაა  და გმირები ვიღაც ლგბტ აქტივისტები ყოფილან.   ამით ჩვენ, გმირი ბიჭების მშობლებს  ამდენი წელია შეურაცხყოფას გვაყენებენ.
ქართველებს ასეთი თვისება გვაქვს:  როდესაც გვიჭირს, ერთად ვდგავართ.  გარკვეული ოდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად,    ჩვენ ტამიშზეც, სოხუმშიც  ერთად  ვიბრძოდით.  საქართველოს ერთიანობისათვის ყოველთვის ერთად ვიყავით.
დღესაც ერთად ვართ, სულ ერთად ვიქნებით. ეს ვიღაც პოლიტიკოსების ხრიკებია, დღესაც რაღაცას ცდილობენ, რომ ჩვენ ერთმანეთში რაღაც კონფლიქტი გვქონდეს. ჩვენ კონფლიქტი  არასდროს გვქონია , ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის,  ერთიანობისათვის  ვიბრძოდით.
აღმოჩნდა,  რომ  რასაც ვიცავდით,  სარწმუნოებას, ტერიტორიულ მთლიანობას , ოჯახს,  ახლა ამის დანგრევას  ჩვენი მტერი ცდილობს.   პირველ რიგში, უნდათ ოჯახში ურთიერთობა მოშალონ. ლგბტ პროპაგანდა ამდენი ხანია მიმდინარეობს და  სახელმწიფოს,  ქვეყნის საფუძველს ანგრევს.  არ ვართ ის ხალხი,  ვიღაც გარყვნილ არარაობებს ვეომოთ  და თოფი ვესროლოთ, ამისთვის დიდი იარაღი გვაქვს,  ჩვენი წარსული, კაცობა,  ქართველობა, რწმენა. ამ ყველაფრის დარბევაში მონაწილეობენ ისინი, ვინც პირდაპირ ეკლესიას, პატრიარქს ებრძვიან. რატომ ებრძვიან პატრიარქს?  იმიტომ, რომ პატრიარქის მთელი მოღვაწეობა  ოჯახის სიწმინდის დაცვისკენაა მიმართული.  როგორც კი საპატრიარქომ 17 მაისი  ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა,  იმ დღიდან ზეწოლა მიმდინარეობს. პრეზიდენტი გვყავს ისეთი , ეკლესიას ყველანაირად ძირს  უთხრის იმით, რომ პატრიარქს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს. ფაქტობრივად,  პრეზიდენტად  მტერი გვყავს.  ჩვენ გვინდა,  ლგბტ პროპაგანდა , ჩვენს ოჯახებზე ზეწოლა, პატრიარქთან და ეკლესიასთან ბრძოლა   შეწყდეს.    ამ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ჩვენი დაღუპული გმირების მშობლები,  ვეტერანები,  ზვიადის მომხრეები,  თუ მაშინ საწინააღმდეგო მხარეს მყოფები,  ყველა ვერთიანდებით.  14 აპრილს , 15 :00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან  მსვლელობას ვაკეთებთ. ეს  ჩვენი  განაცხადი იქნება. ვიბრძოლებთ ყველანაირად,  რათა  ჩვენი ქვეყანა ამ გარყვნილი პროპაგანდისგან გათავისუფლდეს”- განაცხადა რამაზ ღვალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები