გამოვლინდა 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საერთაშორისო კინოფესტივალები, რომლებსაც ეროვნული კინოცენტრის ფინანსური ხელშეწყობა ექნება
გამოვლინდა 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საერთაშორისო კინოფესტივალები, რომლებსაც ეროვნული კინოცენტრის ფინანსური ხელშეწყობა ექნება
სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კომისიამ კონკურსის – „2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი საერთაშორისო კინოფესტივალების ჩატარების ხელშეწყობა” – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კონკურსში მონაწილეობისთვის შემოვიდა 14 პროექტი, რომელთაგან დაფინანსდა შვიდი. ესენია:
1) მე-12 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი” – ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა;
2) „ოქროს მტევანი” – თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – ა(ა)იპ „პროექცია”;
3) მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – ა(ა)იპ მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი;
4) სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი” – ა(ა)იპ „სვანეთი ფილმსტუდიო”;
5) ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი” – ა(ა)იპ „პერსონაჟი”;
6) საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა 2024″ – ა(ა)იპ კულტურის და განათლების ფონდი;
7) თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი 2024″ – სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ეროვნული კინოცენტრის მიერ გამარჯვებული პროექტების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი საერთო თანხაა 346 000 ლარი.