ალექსანდრე დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას,”საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.

ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე შეხვდნენ.

ალექსანდრე დარახველიძემ სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე აქტუალური საკითხები მიმოიხილა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზდრებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.

სტუდენტები ასევე, დეტალურად გაეცნენ აკადემიის საქმიანობას და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები