რატი ბრეგაძე: მოსახლეობას აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ფინანსების წარმომავლობის შესახებ

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გამჭვირვალობის კანონის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მოსახლეობას აქვს სრული უფლება, ჰქონდეს ინფორმაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ფინანსების წარმომავლობის შესახებ.

„როგორც მოგეხსენებათ, არასამთავრობო, პოლიტიკური და მედია ორგანიზაციები მონაწილეობენ ადამიანის პოლიტიკური ნების ფორმირებაში. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი მათგანი. შესაბამისად, თუკი ჩვენ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ პოლიტიკური პარტიები აკეთებენ დაფინანსების დეკლარირებას, თითოეული შემომწირველის, ასევე საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაცია არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, დეკლარაცია განთავსებულია ვებგვერდზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – რატომ არ უნდა იყოს დეკლარირებული მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები, რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს სრული უფლება ჰქონდეს ინფორმაცია მათი ფინანსების წარმომავლობის შესახებ“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები