ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირში გაჟღერებული ინიციატივა გამჭვირვალობაზე აუცილებელია მათთვის და აკრძალულია ქართველებისთვის?! მეფისნაცვლები „ცეკას” მეორე მდივნებმა ჩაანაცვლეს და „ცეკა” – „ენჯეოებმა”, თუ როგორაა ეს ამბავი?
„მარტივი პარადოქსები: ევროპარლამენტში დაინიცირებული კანონი გამჭვირვალობას ემსახურება და საქართველოში დემოკრატიას ებრძვის; საფრანგეთის ელჩი მხარს უჭერს ფრანგულს და ეწინააღმდეგება ქართულ გამჭვირვალობას; ამერიკულ კანონში რელიგიური ორგანიზაციებიც კი კანონის ჩარჩოში ექცევიან, ხოლო ჩვენთან მდიდარმა NGO სექტორმა დეკლარაცია რომ შეავსოს, პრობლემაა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.