ეკა სეფაშვილი: ვინც საქართველოში გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვას აკრიტიკებს, ამით, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ევროპის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები მნიშვნელოვანია, ხოლო, ჩვენი, რადგან პატარა ქვეყანა ვართ – არა
„ზოგიერთი ევროპარლამენტარის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი მაღალი პირის კრიტიკა საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტების მაგალითია”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.