მამუკა მდინარაძე – “გამჭვირვალობის კანონზე”: როგორ შეიძლება, ევროპიდან გააკრიტიკო ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიცირებული
”ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სად არის, იცით? როგორ შეიძლება, გააკრიტიკო ევროპიდან, ვინც უნდა იყო, ის, რაც თავად ევროპარლამენტშია ინიციირებული”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ კონკრეტული ევროპარლამენტარების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მსგავსი სახის კანონი მოქმედებს და ინიცირებულია აშშ-სა და ევროპის არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მათთვის შეიძლება, ხოლო საქართველოსთვის – არა, ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“რასაც იღებს საფრანგეთი, რაც მოქმედებს აშშ-ში, ავსტრალიაში, ისრაელში, ახალ ზელანდიაში, ინიცირებულია ბრიტანეთში – ე.ი. შეიძლება მათთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართველებისთვის – ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.