ირაკლი ზარქუა: ამ გახარიებს რა უნდათ, ჩვენთვისაც გაუგებარია, რა მიზნები ამოძრავებთ, ფაქტია, ქართულ ინტერესებს არ იცავენ

„კანონპროექტებში დაკარგულები“ შეიძლება, ვუწოდოთ. ამ გახარიებს რა უნდათ, ჩვენთვისაც გაუგებარია, რა მიზნები ამოძრავებთ, ვის ინტერესებს იცავენ, ფაქტია, ქართულ ინტერესებს არ იცავენ”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაინიცირებულ ალტერნატიულ კანონპროექტს.

ზარქუას თქმით, გახარიას პარტიას, სავარაუდოდ, თავის გამოჩენა სურს.

„თუ იმას აღიარებ, რომ “შავი ფული” ტრიალებს „ენჯეო” სექტორში, მაშინ ღია და გამჭვირვალე კანონი შემოგვაქვს, რომელიც გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ევროპული, მაშინ ალტერნატივას რატომ გვთავაზობენ? ალბათ, თავი რომ გამოიჩინონ, მიიწერონ, რომ ამ თემაზე მუშაობენ. მთავარია, რომ აღიარებენ, ამ სექტორში არის პრობლემა, გამოწვევა. კაციშვილმა არ იცის 85 მილიონიდან 70 მილიონი რაში დაიხარჯა არცერთმა არ იცის”, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები