შალვა პაპუაშვილი: ძალიან ვაფასებთ, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩვენი დიადი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს

ჩემს უზბეკ კოლეგასთან ერთად, ქალაქ ტაშკენტში შოთა რუსთაველის მემორიალი ყვავილებით შევამკეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალიან აფასებენ, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა დიადი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს.

„ძალიან ვაფასებთ, რომ ქალაქ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩვენი დიადი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. აღნიშნული ფაქტი ჩვენ, ქართველ და უზბეკ ხალხებს, შორის არსებული მეგობრობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები