შრომის ინსპექციის სამსახური სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარეს, სახელწოდებით „შრომის ინსპექტორი“.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ინტერაქციულ შეხვედრაზე ყველა იმ ძირითადი მიმართულების შესახებ ისაუბრეს, რაც უწყების მანდატში შედის, მათ შორის ტრეფიკინგის, შრომის ზოგადი უფლებებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მნიშვნელობის შესახებ.
სტუდენტებისთვის შრომის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სამუშაო ძალას.

„შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა უნივერსიტეტში შეხვედრებს, რათა მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები