ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რასაც შედეგად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება მოჰყვა.
ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
აღსანიშნავია, რომ საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.