“პუტინის ტრიბუნალი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შეიქმნება” – ევროკომისარი დიდიე რეინდერსი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალი, მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის შეიქმნება.
ამის შესახებ Deutsche Welle-ს იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა.
“განიხილება ორი ძირითადი ვერსია: მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო ტრიბუნალი, ან გამარტივებული გადაწყვეტილება – უკრაინასა და ევროპულ საბჭოს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე”,- განმარტა რეინდერსმა.
სავარაუდოდ, ტრიბუნალი ჰააგაში გაიმართება.
2023 წლის ივლისიდან პროკურორთა საერთაშორისო გუნდი მტკიცებულებებს აანალიზებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მიერ არის შეგროვებული.