რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დეზინფორმაციას ირჩევს და არა გამჭვირვალობას

რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის შეფასებით, დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია.

„რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია. დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალობას. არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, 2024-ის არჩევნები თუ მათთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები