ნინო წილოსანი: მეგობრები ზემოდან არ გიყურებენ და თანასწორად გიღებენ, ამიტომ, რაც მათთან კანონია, ჩვენთან ვერ იქნება რუსული
პარლამენტის ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით განცხადებებს Facebook-სტატუსით ეხმაურება.
„ნაცების,, და „ენჯეოების“ 4 ტყუილი! გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეები დილიდან ამ ბანერს ავრცელებენ. ამ ლოგიკისგან დაცლილ პოსტულატებზე პასუხი მარტივია:
1. ამერიკასა და ისრაელში, ახლა უკვე ევროდირექტივით, ხოლო საფრანგეთში ინიცირებული პროექტით, ეს ქვეყნებიც რუსულ კანონს ამკვიდრებენ?
2. რატომ არის საერთაშორისო მეგობრობა წინააღმდეგი, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყოფილი მათი ფონდები იყოს გამჭვირვალე, რამე დასამალია?
3. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის და ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს სცემს
4. მეგობრები ზემოდან არ გიყურებენ და თანასწორად გიღებენ, ამიტომ რაც მათთან კანონია, ჩვენთან ვერ იქნება რუსული“, – წერს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა.