“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, – წერს მეთიუ მილერი.
We are deeply concerned that draft legislation introduced into Georgia’s parliament will derail Georgia from its European path and harm civil society organizations improving the lives of Georgian citizens. We urge the government of Georgia to advance its EU aspirations.
— Matthew Miller (@StateDeptSpox) April 5, 2024