გივი მიქანაძე – ოპოზიციაზე: ორცეცხლშუა აღმოჩნდნენ, იციან, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ორცეცხლშუა აღმოჩნდნენ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ, რადგან მათ იციან, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია.

აღნიშნული კომენტარით მმართველი გუნდის წევრი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საკითხზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ამის ღიად დაფიქსირება წინასაარჩევნოდ მათთვის ფაქტობრივად თვითმკვლელობის ტოლფასია. მათი დამფინანსებლები და ე.წ. პატრონები კი სთხოვენ, რომ ეს პროპაგანდა გააძლიერონ, რადგან მათი დამფინანსებლების მხრიდან პროპაგანდა არის ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები