ლევან იოსელიანი: ჩემი წლევანდელი ანგარიში იწყება იმ ადამიანების პრობლემით, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა და გასწვრივ ცხოვრობენ

ჩემი წლევანდელი სახალხო დამცველის ანგარიში იწყება იმ ადამიანების პრობლემით. რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა და გასწვრივ ცხოვრობენ. ეს პრობლემები, პირველ რიგში, დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს, – ამის შესახებ ლევან იოსელიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიში საკმაოდ მოცულობითია და დაახლოებით, 400 გვერდს შეადგენს. დოკუმენტი პარლამენტში უკვე წარადგინეს. იოსელიანმა მადლობა გადაუხადა აპარატის თანამშრომლებს, რადგან მათ ანგარიშის მოსამზადებლად დიდი სამუშაო გასწიეს.

„დოკუმენტმა ორივე მხარის კრიტიკა დაიმსახურა, რაც ვფიქრობ, ადასტურებს იმას, რომ საბოლოო ჯამში, კარგი გამოვიდა. გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტში განვიხილოთ და ყველა კითხვას პასუხი გავცე, რაც ამ ანგარიშშია ასახული.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, ჩემი წლევანდელი ანგარიში იწყება იმ ადამიანების პრობლემით. რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა და გასწვრივ ცხოვრობენ. ეს პრობლემები, პირველ რიგში, დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს.

ხშირად ადამიანები ვერ ახერხებენ თვიანთი მიცვალებულების საფლავებზე გადასვლას, აქვთ გადაადგილების პრობლემები, არის გატაცების შემთხვევები. უსაფრთხოების საკითხი არის ერთ-ერთი ნომერ პირველი საკითხი. ეს არის მოცემულობა.

ვისარგებლებ შემთხვევით, ყოველთვის ვცდილობ, მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, რომლებიც იცავენ იმ ადამიანებს იმ კონკრეტულ ადგილას. დავდივარ იქ და ვიცი, მათი წვლილი რამხელაა, როდესაც ასეთ გარემოში ადამიანებს ეიმედებათ კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც ფაქტობრივად, იქ არიან“, – აღნიშნა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები