ლევან იოსელიანი: თუ არ გინდა რაღაც აჩვენო, ეს ნიშნავს, რომ რაღაც გაქვს დასამალი – გამჭვირვალობა ეს არის საკითხი, რაზეც დავა აბსურდულია

შარშანაც მქონდა ნათელი და ცხადია პოზიცია, პარლამენტში გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური კანონი გრანტის შესახებ, რომელიც აწესრიგებს ქვეყანაში გრანტის შემოსვლის სამართლებრივ რეჟიმს და იქ შეიძლებოდა ყოფილიყო ამდაგვარი ჩანაწერი, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა არის საკითხი, რომლის მომხრე ყოველთვის იყო.

„საუბარი იმაზე, რომ გამჭვირვალობა არ არის ან არალეგიტიმური, ან გამჭვირვალობას ვიღაცა არ ეთანხმებოდეს, ეს გაუგებარია ჩემთვისაც. თუ არ გინდა რაღაც აჩვენო, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც გაქვს დასამალი. გამჭვირვალობა ეს არის ის საკითხი, რაზეც დავა აბსურდულია. როგორი კანონიც არ უნდა მიიღონ, ეს კანონი თავისი შინაარსით არ უნდა ახდენდეს ვინმესთვის იარლიყის მიკერებას, არ უნდა იყოს ღირსების შემლახავი. თუ ვიღაცას აქვს ამდაგვარი წუხილები, ვფიქრობ ამაზე უნდა იყოს დებატები. გამჭვირვალობა არის ის საკითხი, რომლის მომხრე ყოველთვის ვიყავი. მე თვითონ ვავსებ დეკლარაციას. ეს არის ის, რასაც კანონი გვავალდებულებს და რაზეც ვერავინ იტყვის, რომ ამის საპირისპირო შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ან ვინმესთვის კარგი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები