პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში ნატოს მისიის შექმნის შესახებ

მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინაში ნატოს მისიის შექმნის შესახებ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ომში ჩაერთვება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ნატოს მისიის შექმნის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ომში, არამედ ნიშნავს იმას, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ NATO-ს კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის უკეთესად მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა სიკორსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები