ანრი ოხანაშვილი – ნინო ლომჯარიაზე: გვახსოვს, რომ იყო სახალხო დამცველი, თუმცა რეალურად იყო ნიკა გვარამიას ასისტენტი

ეს ადამიანი შევა ისტორიაში, როგორც არა როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი რიგითი აქტივისტი, – ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.

ოხანაშვილი გამოეხმაურა ლომჯარიასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „ღია საზოგადოების ფონდში“ არასამთავრობოების შეკრებისას, იქ მყოფი ლომჯარია მაშველ რგოლს ითხოვდა და ამბობდა – „თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება”.

„ეს ადამიანი გვახსოვს, რომ იყო სახალხო დამცველი, თუმცა რეალურად იყო ნიკა გვარამიას ასისტენტი. ჩაისვამდა გვარამია და დირექტივებს აძლევდა, თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინა.

გვახსოვს მისი ე.წ. დასკვნა, „ობიექტური დასკვნა“, რომ სააკაშვილი, თურმე წამების მსხვერპლი იყო. ეს ადამიანი შევა ისტორიაში, როგორც არა როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი რიგითი აქტივისტი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები